LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ქალების 35% ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

65

მსოფლიოში ქალების 35% ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოჯახური ძალადობის შესახებ 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, მსხვერპლი ქალების 42%-მა ძალადობისას ტრავმა მიიღო. ქალების მკვლელობის შემთხვევათა 38% მათი პარტნიორი კაცების მიერ არის ჩადენილი.

ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქალების 30% ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი.

ოჯახური ძალადობა – ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ძალადობაა (ზოგჯერ კი ყველაფერი ერთად) ნათესავის, მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან.