LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უხუცესი კაცის აზრით, ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო სიყვარულია

227
oldestmanintheworld

რუმინელ ბაბუას საპატიო ტიტული გინესის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გადასცეს. დიმიტრუ კომანესკუს ასაკი 111 წელი და 203 დღეა და მსოფლიოში უხუცესი ადამიანი ის 112 წლის ბობ უეიტონის გარდაცვალების შემდეგ გახდა.

„ძალიან დიდი პატივია მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კაცის ტიტულის მიღება და რუმინეთის მაღალ დონეზე წრმოჩენა ! ეს ნამდვილი სასწაულია!“ – განაცხადა კუმინესკუმ, რომელიც ამჟამად ბუქარესტის მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

დიდმა ბაბუამ მართლაც ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო და ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას შეესწრო, მას კარგად ახსოვს პირველი და მეორე მსოფლიო ომები, რუმინეთის შიდა ომები თუ საბჭოთა კავშირის ოკუპაცია.

დიმიტრუ აღიარებს, რომ ეს ყველაფერი დიდი სიყვარულის დამსახურებით შეძლო, სიყვარულის რომელიც მას მეუღლის და შვილების მიმართ აქვს.

„სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. გისურვებთ რომ ეს ჯადოსნური გრძნობა თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით იყოს“ –  განაცხადა კუმინესკუმ.

კომინესკუს რუმინეთის უხუცესი მოქალაქის ტიტული გასულ თებერვალში გადაეცა, გინესის წიგნის წარმომადგენლებმა კი ახალი სტატუსი მას რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მიანიჭეს.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები