LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს სურს, ქეით მიდლტონის მსგავსი ცხვირი ჰქონდეს

1446

ქეით მიდლტონის ცხვირის გამო უამრავმა ქალმა გაიკეთა ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მისაბაძი ცხვირი არა მხოლოდ მიდლტონს აქვს, ექიმები ამბობენ, რომ რინოპლასტიკა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება.

ქალების უმეტესობას ქეითის მსგავსი ცხვირი უნდა, მეორე ადგილზე პოპულარობით სკარლეტ იოჰანსონის ცხვირია, მესამეზე მომღერალი რიანასი, შემდეგ კი – ანჯელინა ჯოლის და ჯენიფერ ლოპესის ცხვირები.

„ქეითი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია, მისი მსგავსი ცხვირი კი კაცებსაც და ქალებსაც სურთ, რომ ჰქონდეთ,“ – ამბობს სახის კოსმეტიკური ქირურგი ჯულიან დე სილვა.

ქირურგი ცალ-ცალკე განიხილავს ცხვირის რამდენიმე ტიპს.

„ჰერცოგინია“

39c33c2c00000578-3877974-image-a-21_1477562117001

ცხვირის ეს ტიპი ძლიან ლამაზია. ცხვირის სწორი წვერი ორივე სქესის ადამიანს უხდება და ქირურგები მიიჩნევენ, რომ იდეალური ფორმისაა.

 

ბერძნული ცხვირი

39c33c4000000578-3877974-image-a-22_1477562117164

ამ ტიპის ცხვირიც სწორია, თუმცა წვერი „ჰერცოგინიასგან“ განსხვავებულია. ასეთი ტიპის ცხვირი აქვთ მოდელების უმეტესობას.

რომაული ცხვირი

39c33c5400000578-3877974-image-a-24_1477562129624

ცხვირის ფუძე გამოკვეთილია და შესაძლოა კეხიანი, ან მსხვილი იყოს. ცხვირის ასეთი ფორმა უხდებათ მამაკაცებს, ქალებს – ნაკლებად.

„არწივისებური“

1d3a403100000578-0-image-a-9_1477561093787

ცხვირის ეს ფორმა კლასიკურია, თუმცა ცხვირის ნესტოები ოდნავ დიდია. ასეთი ცხვირი არასოდეს არის ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა. ასეთი ცხვირი რინოპლასტიკის დროს ხშირად სურთ ხოლმე მამაკაც პაციენტებს.

 

ცხვირი ბოლქვისებური დაბოლოებით

mte5ntu2mzi0nzeynjc4otiz
ასეთი ცხვირის დაბოლოება გაფართოებულია და ხშირ შემთხვევაში, სახის პროპორციიდან ამოვარდნილია.

ცხვირის ეს ფორმა ჰქონდა ანჯელინა ჯოლის, თუმცა შემდეგ რინოპლასტიკის საშუალებით ფორმა შეიცვალა.

ცხვირის დაშვებული ხაზი

12ae5f7200000514-0-image-m-15_1477561478368

39c33c7b00000578-3877974-image-a-26_1477562145043

დიდი ნესტიები და დაშვებული ცხვირი კიდევ უფრო გრძელი ჩანს სიცილის დროს, ამიტომ ამ ტიპის ცხვირს არასოდეს იკეთებენ რინოპლასტიკის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები