LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მდიდარი ქმრების ორი კატეგორია არსებობს – ნაწილს ფული აქვს ცოლის წყალობით, ნაწილს კი, ცოლი ჰყავს ფულის წყალობით” –  ელიზაბეტ ტეილორის გამონათქვამები

7106
1

ულამაზესი ქალბატონი, ჰოლივუდის სექს-სიმბოლო, ყველა დროს საუკეთესო მსახიობი – ელიზაბეტ ტეილორს მართლაც უამრავი ტიტული აქვს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მისსის ტეილორმა მართლაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა როგორც კინო- ისე, მოდის სამყაროზე.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • მხოლოდ იმ კაცებთან მქონდა ინტიმური ურთიერთობა, ვისაც ცოლად მივყვებოდი. ბევრ ქალს შეუძლია მსგავსით დაიკვეხნოს?
  • მდიდარი ქმრების ორი კატეგორია არსებობს – ნაწილს ფული აქვს ცოლის წყალობით, ნაწილს კი, ცოლი ჰყავს ფულის წყალობით.
  • მართალია, ქალები მამაკაცებს გაიძვერა არამზადებს ეძახიან, მაგრამ მაინც არამზადებთან ურჩევნიათ ყოფნა, ვიდრე მათ გარეშე.
  • გემოვნება ასაკთან ერთად ყალიბდება. 20 წლის წინ ისეთი მამაკაცები მომწონდა, ვისაც დღეს სადილზეც არ დავპატიჟებდი.
  • სინდისი ბევრისთვის მხოლოდ გარშემომყოფთა აზრის შიშია.
  • როცა პროდიუსერი იმდენად ბრიყვია, რომ მილიონ დოლარს მთავაზობს ფილმში, მე არ ვიქნები ბრიყვი, რომ ასეთ შეთავაზებაზე ვთქვა უარი.
  • მშობლები ქორწინების პატივისცემას მასწავლიდნენ, ამიტომ ყველა ჩემი რომანი ქორწინებით დამთავრდა, თუმცა, ბევრი მაინც გარყვნილს მეძახის.
  • მსხვილ გოგონებს ბრილანტებიც მსხვილი სჭირდებათ!
  • სიყვარულს ჰარმონია სჭირდება, როცა ჰარმონია ქრება გაუცხოება ჩნდება და ცხოვრებაც ძალიან არაკომფორტული ხდება.
  • თუ ადამიანს აშკარა ნაკლი არ აქვს, დარწმუნებული იყავი, რომ მისი ყველა ღირსებაც მოსაწყენი იქნება.
  • შეგიძლია იყო ახალგაზრდა და უფულო, მაგრამ სიბერეში არაფრით არ შეიძლება ფულის გარეშე.
  • მსუქნებსაც შეუძლიათ იყვნენ სექსუალური, მთავარია, თვითონ დაიჯერონ საკუთარი სექსუალურობა!