პრემიერ-მინისტრი კლინიკების პრეტენზიებით დაინტერესდა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ის პრინციპები, რითაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება.

“მთავარი ამოსავალი, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა მოქალაქე, პროგრამის ეფექტურობა და ამასთან ერთად დარგზე ზრუნვა, რამდენადაც დარგის საშუალებით ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეზე”, – აცხადებს გახარია. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რომელიც არა მხოლოდ მთავრობის, არამედ დარგის და ერთობლივად ყველას რეფორმაა.

პრინციპები, რითაც ამ რეფორმამ დაიწყო ფუნქციონირება, ერთმნიშვნელოვნად შესაცვლელია და განვითარება სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივი და ლოგიკური პოზიცია. თუ არსებობს პრობლემები, მზად ვართ ამაზე სასაუბროდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობა, სხვანაირად მისი შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნება. ამ სისტემურმა ცვლილებებმა

პირველ რიგში უნდა გაზარდოს ეფექტურობა და შედეგად – ხარისხი მომსახურებისა, რომელსაც ჩვენს რიგით მოქალაქეებს ვაწვდით. აქ რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, ვფიქრობ, ამაზეც შევთანხმდებით“, – ამბობს პრემიერი. 

შეგახსენებთ, კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს. დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05