LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი არხი“ ახალ პროექტს იწყებს

2822
ტოლობა - მთავარი არხი

,,ტოლობა”- მთავარი არხის, სოციალურ ქსელსა და ვებგვერდზე ყოველ ხუთშაბათს, ახალი პროექტი გამოჩნდება, სადაც ცნობილი ადამიანები, საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტერმინებსა და ფასეულობებზე ისაუბრებენ.

ვიდეოები სამწუთიანი იქნება. ახალი პროექტის ფარგლებში, ვიდეორგოლების ხილვა „მთავარი არხის“ დილის ეთერში, პარასკევობით შეგიძლიათ.

„ტოლობის“ შესახებ დილის ეთერში იურისტმა თამთა მურადაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ მაყურებელს ჩვეულებრივი ენით მიაწოდონ ინფორმაცია და აამაღლონ ცნობიერება – „ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. მთავარი მესიჯის დადებით კონტექსტში გადმოცემა, ახსნა საზოგადოებისთვის გასაანალიზებლად – ეს არის ჩვენი მიზანი.  სხვა იდეებიც გვაქვს და ამ ეტაპზე ამით ვიწყებთ“.

„მთავარი არხის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, თეონა ჩემიამ აღნიშნა, რომ არხის მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილება – „გვინდა, ჩვენი ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ საზოგადოებისთვის სწორი მესიჯების მისაღებად. მათ შორის იქნება „ფეისბუქიც“ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები მარტივად მოგვიყვებიან თავიანთი გამოცდილების შესახებ, როგორ ესმით ესა თუ ის ტერმინი. გვინდა, ყველა სეგმენტი მოვიცვათ, ამიტომაც ეს ვიდეორგოლები პარასკევს დილის გადაცემის ეთერში გავა“.

სოფო ლილუაშვილი პროექტის რესპონდენტებთან იმუშავებს – „ჩვენი სურვილი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც ისაუბრებდნენ ამ თემებზე, ყოფილიყვნენ ისინი, ვისაც პირდაპირი შეხება არ აქვს ამ თემებთან და ვისგანაც საზოგადოებას არაფერი მოუსმენია ამ საკითხებზე. ადამიანებისთვის გასაგებად ისაუბრებენ. საზოგადოებამ, სამწუხაროდ, არ იცის, რა არის ფემინიზმის სწორი განმარტება. ჰგონიათ, რომ თუკი ფემინისტი ხარ, მამაკაცები გძულს. არადა, მისი გამოხატულებაა თანასწორობა სქესთა შორის“.

https://www.facebook.com/108003204000595/posts/190867072380874/?d=n

პოპულალურები