LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მთავარი არხი” რეგიონში პირველი მედიაა, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა

1781
news-qalta-uflebebi

,,მთავარი არხი” გახდა პირველი ტელევიზია საქართველოში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.

ამასთან დაკავშირებით გადაცემას ,,შენი დილა” სტუმრობდნე მთავარი არხის მარკეტინგისა და პრ-ის განყოფილების ხელმძღვანელი, თეონა ჩემია, ,,მთავარი არხის” დირექტორი და იურისტი, თამთა მურადაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანა ფაშალიშვილი.

როგორც თამთა მურადაშვილმა განაცხადა, ტელევიზიამ აიღო ვალდებულება, დაიცვას ქალთა უფლებები და მუშაობისას დააადასტუროს საკუთარი დამოკიდბულება ქალთა გაძლიერების მიმართ.

“გაეროს ქალთა გაძლიერების შვიდი პრინციპი არის ერთგვარი გზამკვლევი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, თუკი მათ სურთ ქალთა გაძლიერება როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ, რა უნდა გააკეთონ. კომპანიის შიგნით უნდა იყოს თანასწორობა, კომპანიამ უნდა გადაუხადოს ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირი ხელფასი, იყოს ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ტრენინგები თუ გადამზადება ყველა თანამშრომელს ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ა.შ.”

გთავაზობთ გადაცემის სრულ ჩანაწერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები