LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მთავარი არხის” სამზადისი ეთერამდე: ,,გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ”

788
36c95277039f94e700082ac3c2dc6be6-thumb

,,მთავარი არხი” ეთერში გასასვლელად ემზადება. ეთერამდე 4 დღით ადრე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ სიტუაციას აღწერს, რაც ახლა „მთავარ არხზეა“.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„ფეხზე დგომით ვართ. ადგილი არაა არსად. ეზოში რომ სკამებია რიგში დგომითაა. ისიც კაცმა არ იცის მოგიწევს თუ არა. ვინ გაჯს ლესავს, ვინ ჩაქუჩით დადის.

არადა სულ რაღაც ორი კვირა გვქონდა. თან უნდა გვეომა, თან პროკურატურაში ნიკას დაკითხვები, ახალი გამოძიებები, აქეთ საკუთარ კოლეგებთან განშორება, ემოციები, სტრესი. იქეთ ადვოკატები. (მოგვიანებით მოგიყვებით რაში გვჭირდება ადვოკატები:)

„რუსთავი 2“-დან წასულმა იუმორისტებმა „მთავარ არხზე“ გადაცემების დაგეგვმა დაიწყეს (ფოტოები)

ყველა სტუდია პარალელურად კეთდება. ყველა კომპიუტერი ერთად ლაგდება, ყველაფერი ერთად შენდება. ყველა ერთად გავრბივართ სადღაც. გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ.

როგორი ადრენალინი ქონია ახლის შენებას. იმდენად დიდი რომ ამხელა დანაკარგის ფასადაც კი ღირდა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს. ტელეკომპანია დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა.მთავარი არხის სიგნალი გაეშვა, ჟურნალისტები კი გადაღებაზე გავიდნენ.

ამ წამს პირველად მთავარი არხის სიგნალი სატესტო რეჟიმში ჩაეშვა, 9-ში 9 საათზე ვიწყებთ- ნიკა გვარამია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები