LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი გამოწვევაა ის თუ როგორ შეასრულებს რეკომენდაციებს საქართველო – საფრანგეთის ელჩი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

94
დიეგო კოლასი

მთავარი კითხვა და გამოწვევა არის ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები, ვინაიდან ეს მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როდესაც დასკვნაში წარმოდგენილი პირობები შესრულდება.

„ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როდესაც დასკვნაში წარმოდგენილი პირობები შესრულდება. დაიწყება მუშაობა პრიორიტეტების შესასრულებლად და გამოწვევების მოსაგვარებლად. მთავარი კითხვა და გამოწვევა არის ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები, ვინაიდან ეს მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას, საერთო პლატფორმის გამონახვას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროგრესის მიღწევისთვის ინკლუზიური მეთოდის გამონახვას,“- აღნიშნა ელჩმა.

„ქართული ოცნების“ წევრების ცნობით ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციაზე მუშაობა დაწყებულია და მზად სავარაუდოდ კვირის ბოლომდე იქნება.

დოკუმენტის შესრულების გეგმაში დეტალურად გაიწერება ვადებიც, თუ როდის და რა რეფორმის გატარება დაიწყება საქართველოში.

მმართველ გუნდში ამბობენ რომ რეკომენდაციებიდან არცერთი პუნქტია რაა ისეთი, რომლის შესრულებაც შეუძლებელია. „ქართული ოცნება“ მზადაა ყველასთან გაიაროს კონსულტაცია, თუ „რადიკალური მხარე“ რიტორიკას შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები