LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია მოეწყოს საკარანტინო სივრცეები: რამდენად მზად არის ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან საბრძოლველად

371
BeFunky-collage (10)

“პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს და დაუშვებელიც არის. პანიკა არის პირველი მტერი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სამთავრობო უწყებებისთვის”- ამის შესახებ “ფორტუნასთან” საუბრისას ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოში კორონავირუსთან არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, პროგონოზი იმის, თუ როგორი მდგომარეობა შეიქმნება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ძნელია, რადგან საქმე ახალ, შეუსწავლელ ვირუსთან გვაქვს.

მისივე თქმით, მთავარია, რამდენად მზად არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ყველა სახის სცენარისთვის.

მსგავსი შეშფოთება 2008 წლის ომის დროსაც არ იყო, ხალხი არ ენდობა სისტემას – სააკაშვილი

საზღვრის კონტროლი მკაცრდება – შსს განცხადებას ავრცელებს

“საზღვრების ჩაკეტვა არის გარკვეული ზომა , რომელიც მისაღებია, თუმცა სკრინინგული კითხვარების შევსება გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, საინფორმაციო კამპანია უკეთ უნდა წარმოებულიყო. მეტი ვიზუალიზაცია უნდა მომხდარიყო იმასთან დაკავშირებით, რა კონკრეტულ ნაბიჯები გადაიდგა სამინისტროს მხრიდან. ამ შემთხვევაში ის პანიკა, რომელიც გუშინ აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში იყო, შედარებით ნაკლები იქნებოდა”- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

“ფორტუნასთან” საუბრისას ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, ქვეყანაში ეპიდაფეთქების შესაკავებლად განსახორციელებელ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრა.

“მთავარია მოეწყოს საკარანტინო სივრცეები, სადაც დააკვირდებიან საეჭვო სიმპტომის პაციენტებს. ვნახეთ საჩხერისა და აბასთუმანში გადანაწილებული ადამიანები, თუმცა მათი გადაყვანა კარგად ორგანიზებული არ იყო. სპეციალისტები არ იყვნენ გადამზადებულები, პაციენტების მიყვანის მომენტში შენობაში ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები, იყო საკვებისა და გათბობის პრობლემა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ვირუსთან საბრძოლველად სრული მზადყოფნაა, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტები ამ განცხადების თანხვედრაში არ არის. ამბობენ, რომ გამოყოფილია 4 საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ყველაფერს კონკრეტიკა სჭირდება – რამდენი ადგილია, სად ანაწილებენ, ასევე, როგორია მედიკოსების აღჭურვილობა, რადგან გუშინ, ვნახეთ კომიკური სიტუაცია, სამედიცინო პერსონალი გამოდის ყველანაირი დამცავი მექანიზმის გარეშე.

ინფექციურის ბოქსირებული განყოფილებიდან პაციენტი გამოექცათ, რომელიც ექიმებმა უკან შეაბრუნეს (ვიდეო)

ქართველები, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით – ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ – ამირან გამყრელიძე

გასათვალისწინებელია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები. არ არის საჭირო გადაკოცნა, ჩახუტება ყოველ შეხვედრაზე, საჭიროა რეკკომენდირებული ზომების, ხელის ხშირად დაბანვის, ოთახების განიავებისა და სხვა სახის ჰიგიენური ნორმების დაცვა“- აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი და დასძენს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს  შესაბამისი უწყებების ეფექტურ, კოორდინირებულ მუშაობას, რათა მოსახლების ნდობა გაიზარდოს.

რჩევა და რეკომენდაცია: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან

დაავადების პრევენციისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები