LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია პაციენტი იყოს კარგად და სპეკულაციებისთვის არ იქნას ეს ყველაფერი გამოყენებული – არჩილ მარშანია

280
archil-marshania-1170x650

ექიმი რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ახალციხეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ამ შემთხვევის პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გამოყენება არაეთიკურია და მომხდარი სპეკულაციებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული.

“ბრიფინგიდან რაც ირკვევა არის ის, რომ ახალციხეში მწვავე ალერგიულ შემთხვევაზეა საუბარი.

უბრალოდ ამ შემთხვევის პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით გამოყენება და მითუმეტეს “ხომ ვამბობდი” პათოსი, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში არა ანაფილაქსიაზე, არამედ დაუდასტურებელ

თრომბიზებზე იყო საუბარი არის უკიდურესად არაეთიკური, არაადამიანური და სამარცხვინო საქციელი.

მთავარია პაციენტი იყოს კარგად და სპეკულაციებისთვის არ იქნას ეს ყველაფერი გამოყენებული”.

“ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას” – ზურაბ გურული

შეგახსენებთ, დღეს, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა.

როგორც ექიმები საუბრობენ, 30 წლამდე ქალის მდგომარება რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

ექთანს, რომლის მდგომარეობაც აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მიიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები