LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარია, თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს კოორდინაცია, თანამშრომლობა, ამიტომ გიორგი ვაშაძის პოზიცია მცდარია: გიგა ბოკერია

25
გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან გაერთიანება მარცხს ნიშნავს. ბოკერიას თქმით, „ყველა, ვინც საკითხს ასე აყენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე შეჯერება არის დამარცხების ფორმულა, წინასწარ იძახის, რომ საბაბს ეძებს, თუ რატომ არ უნდა დემოკრატიული ოპოზიციის შიგნით ამ ტიპის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რომელიც აუცილებელი განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების“.

გიგა ბოკერია „ვერ ხედავს წინაპირობებს, რომ მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს“.

„მე ვერ ვხედავ წინაპირობებს, თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაფერისი მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს. კლიმატს ჩვენს ქვეყანაში ცვლის სხვა რამ. არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები არის მთავარი, ის კი არა, ვინაა კონკრეტული თავმჯდომარე ან რა წერია კანონში, არამედ ზეწოლა, სუს-ი, მოსყიდვა, ჩაყრა, ის, რაც უკანონობაა. ამის დაძლევას სჭირდება ქვეყანაში ვითარების შეცვლა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, ყველა, ვინც საკითხს ასე აყენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე შეჯერება არის დამარცხების ფორმულა, წინასწარ იძახის, რომ საბაბს ეძებს, თუ რატომ არ უნდა დემოკრატიული ოპოზიციის შიგნით ამ ტიპის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რომელიც აუცილებელი განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. თბილისს გარდა არის რაიონები, რიგი ქალაქები, სადაც აუცილებელია კოორდინაცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის, მაჟორიტარობის კანდიდატებზე,“- განაცხადა ბოკერიამ.