LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარმა არხმა“ სიუჟეტი განზრახ დაამახინჯა, სამართლებრივი რეაგირება მოხდება“ – სუს

134
222

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, 2020 წლის 20 ივნისს ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი საბოტაჟის ფაქტზე მიმდინარეობს.

უწყება აცხადებს, რომ „მთავარმა არხმა“ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული და დამონტაჟებული და ქართულ ენაზე თარგმნილი მასალა წარუდგინა.

„2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს აუწყებდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, პანდემიის დროს, სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილი პირების ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დიაგნოზის გაყალბების და გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების  სანაცვლოდ  კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ.

გამოძიების პროცესში, გამოიკითხა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ „შაბათის მთავარში“ გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული.

2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ, ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის – „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, „მთავარი არხის“ მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს,  შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი“, – ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები