LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავრობა მართალია – დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია – უსუფაშვილი

136
Untitled design - 2022-03-28T125854.721

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პასუხობს.

„მთავრობა მართალია – დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია – საერთოდ ყველაფერი, რაც არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია!“ –  ამბობს უსუფაშვილი და დასძენს:

„ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია”, – აღნიშნა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.

ღარიბაშვილი: საწვავის ფასებზე აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა” იდგა

საწვავის ფასებთან დაკავშირებით პროტესტის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ავტომობილით გზა ჩახერგეს, რასაც ხმაური მოჰყვა

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისშიც გააპროტესტეს – სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს

პოპულალურები