LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების უმთავრეს საშუალებად განიხილავს

67
5efc9d554e424

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ რეგიონულ კონფერენციაში „გლობალური მიზნების დასახვა ადგილობრივი ბიზნესისთვის – საქართველო“ მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის (2030) და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„საქართველოს მთავრობა მწვანე ეკონომიკას ქვეყნის მომავალი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებად განიხილავს. კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სათბური აირების შემცირების მიმართულებით. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკანონმდებლო მხარდაჭერაა.

კონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პერსპექტივებსა და ქვეყნების მიერ „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობის საკითხს. გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამთავრობო, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები