LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვისას დაეხმარება

81
1-8

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%- თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს. საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს კი სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

„ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს. გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას. ეს გამოიხატება იმაში, რომ აღნიშნული ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს. ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ის თანაუზრუნველყოფას ავიღებთ ჩვენს თავზე“, – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორ დაეხმარება სახელმწიფო გიდებს: მთავრობა პროგრამას ამუშავებს

მისივე თქმით, ეს იძლევა საშუალებას იმისას, რომ რესტორნებმა საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ, გაისტუმრონ ძველი ვალდებულებები, ხელფასები და მოემზადონ ახალი ვალდებულებებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები