LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა შაბათ-კვირას რესტორნების გახსნას ჯერ არ გეგმავს

96
img6120

შაბათ-კვირას რესტორნების გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება – ინფორმაციას მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე ავრცელებს.

„სოციალური ღონისძიებები აუარესებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს კეთილსინდისიერი მეწარმეების მეტ დისკომფორტს. ამ ეტაპზე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მიგვეღო გადაწყვეტილება შაბათ-კვირის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. თუ ყველა ბიზნესსუბიექტი დაიცავს მოთხოვნებს, ცხადია, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება და შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ. მან ბიზნესსუბიექტებს მოუწოდა, მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის, ამჟამად რესტორნები ღია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლითაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები