LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობამ 4 ეკონომიკური ატაშე შეარჩია

99
hand-shake-134919-917328

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ეკონომიკური ატაშე შეარჩია, რომელიც გადამზადების პროცედურების გავლის შემდეგ დაინიშნებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებში დაინიშნებიან ეკონომიკური ატაშეები.

როგორც ზალკალიანი ამბობს, ატაშეები საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებში გაემგზავრებიან.

„საკონკურსო კომისიაში შედიოდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშუალოდ მე გახლდით კომისიაში, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ამერიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ასევე მოწვეული გვყავდა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული გასაუბრებაში. 4 პირია შერჩეული, რომლებიც უკვე შემოვიდნენ საგარო საქმეთა სამინისტოს სისტემაში. ისინი გაივლიან გადამზადების პროცედურებს დიპლომატიურ კვლევის ცენტრში და როგორც კი მზად იქნებიან, გაემგზავრებიან იმ ქვეყნებში და რეგიონებში, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები