LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში ვმუშაობდი და მაინც გაუგებარია, რას ედავებიან ხაზარაძეს – ქობულია

153
qobulia (1)

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ მისთვისაც კი გაუგებარია, თუ რას ედავებიან თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

“მთავრობაში ვმუშაობდი და წვდომა მაქვს, მე თუ ვერ გავიგე, რას ედავებიან ამ ხალხს, საზოგადოებამ როგორ უნდა გაიგოს, ეს მე არ მესმის, — ამბობს ყოფილი მინისტრი პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში.

მისივე თქმით, იმას რაც არის აღწერილი ტრანზაქციაში, ფულის გათეთერებასთან ვერ აკავშირებს.

“რა ფულის გათეთრებას და რის გათეთრებას ედავებიან. ჯერ ერთი, ეს არის ძალიან რთული ტერმინი და რა იგულისხმება ამ ტერმინში, იურიდიული თვალსაზრისითაც ძალიან უჭირთ, რომ ახსნან ექსპერტებმა. ის, რაც აღწერილი არის ამ ტრანზაქციაში, მე ვერანაირად ვერ დავაკაშირე ფულის გათეთრებასთან”, — აცხადებს გიორგი ქობულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები