LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაზე კრიტიკული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კვირიკაშვილის გვერდი “ფეისბუქზე” აღარ იძებნება

224
1e81e4bb01f3fbda395a3dd46b185b07-XL

ამ დროისათვის, სოციალურ ქსელში, გიორგი კვირიკაშვილის “ფეისბუქ” გვერდი არ იძებნება. სავარაუდოდ, გვერდი გაუქმებულია.

მანამდე ყოფილმა პრემიერმა მთავრობა გიგი უგულავას დაჭერის გამო გააკრიტიკა და მომხდარს “მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება” უწოდა.

“ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება” – მმართველობიდან წასული პრემიერი უგულავაზე

“როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად – აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული”, – წერდა გიორგი კვირიკაშვილი “ფეისბუქზე”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები