LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა: ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია

107
CXCXCXC

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.
დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.
ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

“გეგმა მოიცავს თუ როგორ და რანაირად უნდა მოხდეს ადგილზე ვაქცინაცია და შესაბამისად ეს გეგმა არის იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ანუ აქ არის -80-იანი ვაქცინაც გათვალისწინებული, -20 გრადუსიანიც და ჩვეულებრივი ტემპერატურიანი ვაქცინაც. ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში რამდენიმე ვაქცინის შემოტანა იგეგმება. თითოეული მათგანი კი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული.

“გეგმა დამტკიცებული, დღეს ზუსტდება გარკვეული დეტალები იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევო კვირაში. განიხილება გეგმის თანახმად სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვა და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში – ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება.”-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კოვიდსტატისტიკა განახლდა: საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1608 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები