LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ჰაერში მომატებული ტყვიის შემცველობას აპროტესტებენ

71

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ჰაერში მომატებული ტყვიის შემცველობას აპროტესტებენ. “დაუყოვნებლივ აღსრულდეს გამკაცრებული ტექდათვალიერების ნორმები”, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ექსპერტიზის მეშვეობით შემოწმდეს და დაუყონებლივ გასაჯაროვდეს საწვავში არსებული მავნე ნივთიერებების ნუსხა და დასაშვებ ზღვრულ ნორმაზე მეტის არსებობის შემთხვევაში მოხდეს საწვავის სწრაფად ჩანაცვლება – ასეთია აქციის მონაწილეთა მოთხოვნები . “აუცილებლას უნდა ვიღონოთ რამე, ამ ქალაქში უკვე ცხოვრება შეუძლებელია. ამ აქციით იმ ადამიანებს ვისაც პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ, ვთხოვთ, შევახსენოთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, – განუცხადა ფორტუნას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბახვა ბრეგვაძემ.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისელები. მათ ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნეს და ოცსასამიათასამდე ადამიანის ინტერესი გამოიწვიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები