LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

96

მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციები ბიუროს ფორმატში იმართება.

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაცია ადამიანური რესურსის შემცირებას არ ნიშნავს. მისივე განმარტებით, იმ პრიორიტეტების რეალიზებას, რაც სამინისტროებს გააჩნია, ადამიანურად ის რესურსი სჭირდება, რაც ჰყავს.

დეპუტატის ინფორმაციით, ის თუ რის ხარჯზე მოხდება თანხების დაზოგვა, ამას მთავრობა უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

„სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზაციის თაობაზე კონცეპტუალური ხედვა მხარდაჭერილია. პრემიერ-მინისტრის ხედვაა, რომ უფრო მცირე ზომის და უფრო ნაკლები სამინისტროების პირობებში, მართვა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ ამაზე შევთანხმდით და ნდობის მანდატი ამ მანდატსაც მოიაზრებს. კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე კონსულტაციები ამ დღეებში დაიწყება,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები