LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა

102
20161202134916gancxadeba

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურის სავარაუდოდ თარიღად 9 ივნისი დასახელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიაში დღეს სხდომა გაიმართა.

„ცესკომ დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურისთვის რამდენიმე საარჩევნო ღონისძიება და ვადები განსაზღვრა. 24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტურის თარიღს ოფიციალურად 19 მაისის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებს“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები