LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი 81 წლის ხდება

324
66840877-1581297425335115-2322013475183788032-n

დღეს მთაწმინდის პარკში დიდი ზეიმია. ყველასთვის საყვარელი პარკი 24 ივლისს იუბილარია და 81 წლის ხდება.

მთაწმინდის პარკის მენეჯმენტის ცნობით, იუბილესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში საბავშვო ზონის ყველა ატრაქციონსა და ამერიკულ მთებზე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 50%-იანი ფასდაკლებით.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – 20:00 საათზე კლუბი „ანდერვილის“ ვერანდაზე ყველასათვის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს ჯგუფი “მარტივი გამოსავალი”, იგივე გამოუვალი მდგომარეობა.

გარდა ამისა, მთაწმინდის პარკის სტუმრებს შეეძლებათ 21:00 საათზე განახლებული გიგანტური ბორბალის საზეიმო ანთებას დაესწრონ, ან თბილისის სხვადასხვა ნაწილიდან ადევნონ თვალი მის ულამზეს ფერებს.

საზეიმო ღონისძიებებს კი დაასრულებს DJ, რომელიც სტუმრებისთვის დაუკრავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები