LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი საახალწლო ზეიმისთვის ემზადება

136

მთაწმინდის პარკი ახალი წლისთვის მზადებას იწყებს. 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით პარკში ნამდვილი საახალწლო ზეიმია.

როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პარკში მისულ სტუმრებს ამ პერიოდში ელით:

  • სანტაკლაუსი საჩუქრებით;
  • ატრაქციონები ყველა ასაკისთვის;
  • თოჯინების თეატრი, მაშა და დათვი;
  • ანიმატორები გასართობი პროგრამით;
  • საჩუქრების გათამაშება;
  • საბავშვო კონცერტები;
  • ჯამბაზები;
  • მიმები;
  • ილუზიონისტის შოუ;
  • საცირკო და თეატრალური წარმოდგენები;
  • და რაც მთავარია, სუფთა ჰაერი!

”საახალწლო დღეები სხვადასხვა ღონისძიებითა და აქტივობებით იქნება დატვირთული. გელით უამრავი სიურპრიზი. არ გამოტოვო შანსი გაატარო ჯადოსნური დღეები საახალწლო გარემოში”, – აცხადებენ მთაწმინდის პარკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები