LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთაწმინდის პარკი თბილისობის დღესასწაულზე სტუმრებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს

275
Untitled design (1)

1 და 2 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში, მთაწმინდის პარკის სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებები ელით.

ორგანიზატორების განცხადებით, ადგილზე მისულ მოქალაქეებს, ბავშვებს და ტურისტებს, მათთვის საინტერესო კუთხეები დახვდებათ.

შაბათს და კვირას მთაწმინდის პარკში ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და მუსიკალური პროგრამის თანხლებით 19:00 საათამდე გაგრძელდება.

„ხვალ 12 საათიდან გაიხსნება კვების კუთხე, შეიწვება მწვადები, წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო.

14:00 საათიდან მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე იქნება ღვინის დაწურვა, პროცესში მონაწილეობის მიღებას ასევე შეძლებენ მოსული სტუმრებიც.

იქნება ჩურჩხელების ამოვლება, არყის გამოხდა და ეს ყველაფერი იქნება „ქსოვრელების“ მუსიკის და ქალაქური სიმღერების ფონზე.

თბილისობის ღონისძიებებში ჩართვას ბავშვებიც შეძლებენ.

ამ ღონისძიებას ყოველ წელს ვატარებთ, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ყურძნის დაწურვის პროცესი, ამისთვის გვაქვს ყველა ზომის შესაბამისი ფეხსაცმელი.

მთელი დღის განმავლობაში, მთაწმინდის პარკში ასევე ჩართული იქნება ყველა ატრაქციონი“, – აცხადებენ „მთაწმინდის პარკში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები