LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

205
8ab790b9074fed051af256aa504a66b7-XL

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238, 665 ვიზიტორი სტუმრობდა.

მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით.

„სასიხარულოა, რომ მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია, როგორც ტურისტულ მარშრუტებზე, საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და კვების ობიექტებში, ისე მუზეუმებში, ღვინის მარნებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე. ეს კი დამატებით მოტივაციას აძლევს სოფლად, ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს განავითარონ არსებული სერვისები და ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 15 მარკირებული ტურისტული მარშრუტი აჭარის მუნიციპალიტეტებში და აქტიურად ვიმუშავებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ და ახალი ტურისტული პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენი რეგიონის სტუმრებს. სწორედ, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარება მოგვცემს საშუალებას აჭარა გავხადოთ ოთხივე სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები