LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტირალას პარკთან მომხდარ ავარიას 5 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

674
hjk

მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარ ავტოავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ჩაქვისთავში მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა. მანქანაში მჯდომი ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურები.

როგორც ცნობილია, დაღუპულები 17 წლის  მოზარდები არიან, რომლებიც თანაკლასელები იყვნენ. არასრულწლოვნები სარფში ცხოვრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები