LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ დიდველის სათხილამურო არეალი გახსნა

gudauri_sabagiro

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

კომპანიის ინფორმაციით, დიდველზე სულ არის ოთხი საბაგირო: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 16 კილომეტრიანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის.

კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამაშველო სამსახური და მოთხილამურე პატრულები უზრუნველჰყოფენ. საბაგიროები ყოველ დღე, 10:00-16.45 საათამდე იმუშავებს. დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა. 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს. კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.

დიდველზე დამონტაჟებულია სამთოსათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციატობოგანი“, ანუ მთის ციგა. „ტობოგანისმშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია.

ცნობისთვის, ბაკურიანში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კინოთეატრი „ბაკურიანი“. გასულ წელს შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს ინფორმაციით უზრუნველყოფს. ცენტრი დამსვენებლებს აძლევს საშუალებას შეიძინოს სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და დეტალური ინფორმაცია მიიღოს ამინდისა და სასრიალო გზების შესახებ, ასევე კვების ობიექტების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები