LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და „შიმბულაკ დეველოპმენტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

35
205542612-522543782433604-3765594843376831448-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „შიმბულაკ დეველოპენტს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„შიმბულაკ დეველოპმენტი“ მართავს  ყაზახეთის სამთო- კურორტ „შიმბულაკს“, მემორანდუმი კი ითვალისწინებს სამწლიან თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ხელმომწერ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერით უზრუნველყოფას,  კონფერენციებზე, სემინარებსა და გამოფენებზე პარტნიორი მხარის მოწვევას და სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცვლას.

მემორანდუმს ხელი მოაწერა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ და „შიმბულაკ დეველოპმენტის“ გერელურმა დირექტორმ რინატ აბდრახმანოვმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის კურორტ შიმბულაკის 15 კაციანი დელეგაცია, გამოცდილების გაზიარებისა და სამთო-სათხილამურო არეალებზე არსებული ინფრასტრუქტურის დათვალიერების მიზნით, სტუმრობდა გუდაურსა და ბაკურიანს.

მხარეებს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს უმასპინძლა ყაზახეთის საელჩომ საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები