LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ხელფასი 7 500 ლარამდე გაიორმაგა და 159 მილიონი ლარი უნებართვოდ შენებაში დახარჯა: ფლანგვის დეტექტორი

83
სანდრო ონოფრიშვილი

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ხელფასი 7500 ლარამდე გაიორმაგა და 159 მილიონი ლარი უნებართვოდ შენებაში დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა ხელფასი იმდენად გაიზარდა, რომ 2 წლის განმავლობაში ნამატმა 109,021 ლარი შეადგინა და ამის გარდა, მოადგილესთან ერთად თვითნებურად გასცემდა პრემია-დანამატებს.

სანდრო ონოფრიშვილი – წარმატება საკუთარი საქმის სიყვარულია

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” 2018-2019 წლების საქმიანობები და აღმოჩნდა, რომ 12 ხელშეკრულების საფუძველზე – 158,702,266 მილიონი ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კომპანიამ სამშენებლო ნებართვების გარეშე აწარმოა. მათ შორის რამდენიმეა – კურორტ ჰაწვალზე საწვავის საცავის ბუნკერის მშენებლობა, დიდველისა და კოხტას მთაზე არმირებული ბეტონის მოწყობა, მიტარბის მთაზე სამაშველო შენობის აშენება, კურორტ გოდერძიზე და დიდველის მთაზე ანგარის რეკონსტრუქცია.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, “ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.)”.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურებად განსაზღვრული იყო 2,900 ლარი, თუმცა 2016 წელს იმჟამინდელმა დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა, საკუთარი ხელფასი გაიზარდა 7,500 ლარამდე და ამის შესახებ ბრძანება გამოსცა არაუფლებამოსილმა პირმა. სანდრო ონოფრიშვილმა გაზრდილი ხელფასით თანამდებობაზე ყოფნის ბოლომდე, ანუ 2018 წლის ნოემბრამდე ისარგებლა და ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად ნამატმა 109,021 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ხელფასის თვითნებურად გაზრდისა, ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმირებული იყო, თუმცა 2 წლის განმავლობაში სსიპ-ს ხელი არ შეუშლია ამისთვის. სანდრო ონოფრიშვილმა დირექტორის პოსტი 2018 წლის ნოემბერში დატოვა, თქვა რომ ეს მისი სურვილი იყო და მუშაობა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მრჩევლად განაგრძო.

რაც შეეხება დაუსაბუთებლად გაცემულ პრემიებს, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ 2018-2019 წლებში პრემიები ისეა გაცემული, რომ არ არის კონკრეტულად დასაბუთებული, რისთვის იღებს დასაქმებული მას, ზოგ შემთხვევაში კი გაცემულ პრემიას საერთოდ არ ახლავს მოხსენებითი ბარათი. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ამავე წლებში პრემიები ისე გაიცა დირექტორებზე, რომ ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი (ქონების ეროვნული სააგენტო) ინფორმირებული არ იყო და მსგავსი რამ 7-ჯერ მოხდა, თანხამ კი 43,875 ლარი შეადგინა. პრემიები გაცემული იყო დირექტორისა და მისი მოადგილის ბრძანებების საფუძველზე“, – წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პოპულალურები