LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, ეკონომიკა იზრდება – ღარიბაშვილი

66
irakli-770x416

ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი და ფულადი გზავნილები.

„ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს. უფრო კონკრეტულად მინდა გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა. თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა, მარტში რეალური ზრდა 10.6% იყო. მინდა ძალიან მოკლედ ვუთხრა მოსახლეობას, რომ იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“,- აღნიშნავს პრემიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები