LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მუქარები, როგორ უნდა ბიჭო, გაჩვენებთ კარგად ყველას”- მიშა მშვილდაძეს პაატა სალიას ოთახში დაემუქრნენ

1341
მიშა 2

ამ წუთებში “რუსთავი 2-ის” შენობაში პროკურორები ისევ მუშაობენ. პროცესი დაახლოებით 5 საათია გრძელდება.

შეგახსენებთ, საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსთავი 2-ში მიმდინარე გამოძიებაზე “ფორმულა კრეატივის” დირექტორი მიშა მშვილდაძე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ინტერმედიას” კუთვნილ ოთახში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე დღის წინანდელ მუქარას უკავშირდება. მიშა მშვილდაძის თქმით, პაატა სალიას ოთახში მას ვინმე ზაზა დაემუქრა, რომ თუ კი სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2-ში” არ დარჩებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ.

“ამ ოთახის ჩხრეკა საერთოდ რა მიზნებს ემსახურება, გაუგებარია, გარდა იმისა, რომ ვიღაცას ვიღაცის დაშინება უნდოდეს. როდის ისწავლის ეს ხალხი, რომ ჯერ ერთი დაშინება, ეს არის დანაშაული, პოლიტიკურ იარაღად გამოყენება პროკურატურის, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ იქ ნახოს რამე, რაც პროკურატურის კანონიერ ინტერესებში შეძლება, შედიოდეს. განსაკუთრებით ის, რომ ეს არის დამთხვევა ზუსტად ამაზე გუშინდელ დღეზე გამოხმაურება და ეს მარტო არ არის. დამთხვევაც კი არ არის. წინასწარაც კი ვიყავით გაფრთხილებული, რომ თუ ჩვენ “რუსთავი 2-თან” არ გავაგრძელებდით ურთიერთობას, “ჩემი ცოლის დაქალებით”, რომ “ინტერმედიას” მიმართულებით რაღაცები გაპრომლემურდებოდა.ს ღიად გვითხრა  ერთ-ერთმა ადამიანმა,  ერქვა ზაზა, რომელიც შეგვხვდა სალიასთან ერთად, ოთახში. გვითხრა, რომ ხომ იცითო, მერე რაღაცები მოხდებაო. რა ვიცი მე, ზაზამ როგორ უნდა შემაშინოს, ცოტა ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის. ამ ზაზებს გაეცემათ ერთი მძიმე პასუხი, გემრიელი ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ და მუქარები, როგორ უნდა, ბიჭო, და ამ მუქარების ასრულება პროკურატურით, როგორ უნდა, ბიჭო, გაჩვენებთ კარგად ყველას, “ -განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები