LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშევანში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა: სოფელში ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა

107
90676981-3211872098845510-8708015341889912832-o

2-თვიანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ, დათქმულ დროზე ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში საკარანტინე რეჟიმი დღეს გუქმდა. შეზღუდვის მოხსნის თარიღად 6 ივლისი სახელდებოდა, თუმცა მხარის გუბერნატორის განმარტებით, რეგულაციების გაგრძელების აუცილებლობა სოფელში აღარ არის. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მუშევანში დაინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ქვემო ქართლში კოვიდის სულ 282 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 4 პაციენტი გარდაიცვალა. სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 25 აპრილს ამოქმედდა.

„სრულად დადასტურებული იყო 290 ფაქტი კოვიდინფიცირების. დღეისათვის გამოჯანმრთელებულია 282 ადამიანი, 4 აგრძელებს მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 4 ხანდაზმული ადამიანი. დღემდე შენარჩუნებული იყო საკარანტინე რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

გვაქვს სასიხარულო ამბავი, სოფელში, სადაც 81 დადასტურებული ფაქტი იყო, დღეს სრულად არის ყველა გამოჯანმრთელებული და იხსნება შეზღუდვის რეგულაციები. ქვემო ქართლში, დღეს ჩვენ არსად აღარ გვრჩება შეზღუდვები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები