მუსიკისა და დრამის თეატრი კასტინგს აცხადებს. რეჟისორი დავით დოიაშვილი დგამს სპექტაკლს ბასა ჯანიკაშვილის ნაწარმოების მიხედვით. დადგმის სახელწოდებაა „მე გადავცურავ ზღვას“. ახალი მუსიკალური სპექტაკლისთვის თეატრი ახალგაზრდა ბიჭს და გოგონას ეძებს.

სპექტაკლი ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე იქნება აგებული. კასტინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეასრულონ „ისტორიას დარჩება“ ჩარკვიანის რეპერტუარიდან.

კასტინგი 3 ივნისს მუსიკომედიის თეატრში გაიმართება.

მსგავსი თემები