LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკოსი ვატო მაღრაძე მძიმე დღეების შემდეგ გონს მოვიდა და სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

vato-magradze.

მუსიკოს ვატო მაღრაძის მხარდამჭერ გვერდზე ახალი სტატუსი გამოჩნდა. ვინც თვალს ადევნებს მისი მკურნალობის პროცესს, მოგეხსენებათ, რომ ვატოს ჯანმრთელობის დიდი პრობლემა შეექმნა, კერძოდ, ქიმიოთერაპიის კურსის დროს მას ტვინის შეშუპებით გაურთულდა მდგომარეობა. საბედნიეროდ, 25 დეკემბერს, კომის შემდეგ მან შეძლო გონს მოსვლა და ის გერმანიიდან თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მისი ახლობლები მიმართვას ავრცელებენ და კვლავ სთხოვენ საზოგადოებას ფინანსურად მხარში დადგომას:

„მეგობრებო, ვატოს გულშემატკივრებო, დიდი ხანია, ვატოს შესახებ არაფერი დაწერილა, რადგან ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა და წერის დრო და თავი არავის გვქონდა (შეგნებულად არ ვდებ ძალიან მძიმე სურათებს).

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს გვერდში დგომისთვის, თქვენმა მორალურმა და ფინანასურმა მხარდაჭერამ გადაგვატანინა გაუსაძილისი 9 თვე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდი.

როგორც იცით, დონორთან დაკავშირებული პრობლემების გამო (დონორს სისხლში აღმოაჩნდა ტოქსოპლაზმუსის ვირუსი, კიდევ უფრო გაზრდილი რისკების გამო ვატომ უარი თქვა ამ დონორით ტრანსპლანტაციაზე) ვერ ჩატარდა ტრანსპლანტაცია, ამიტომ გაგრძელდა ქიმიოთერაპიის კურსი.

სამწუხაროდ, ქიმიოთერაპიის ამ ბლოკის დროს, ვატოს დაემართა უიშვიათესი გართულება: ტვინის შეშუპება, ენცეფალიტი. ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, დაემართა ზედიზედ 3-ჯერ გულყრა, გააჩერა სუნთქვა, მოხვდა ინტერნსიურ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში.  ერთი ღამე იყო ინტუბირებული ხელოვნურ სუნთქვაზე, ექიმები უკვე იმედს აღარ გვაძლევდნენ, მარტო ლოცვა გვქონდასაშველად და მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ ვატო გაუძლებდა და იბრძოლებდა.

მოხდა სასწაული, 25 დეკემბერს ვატომ შეძლო თავისით სუნთქვა და დაგვხვდა გამოღვიძებული. <3 ყველა გაოგნებული იყო. ვატომ იბრძოლა! დადგა ფეხზე, უამრავი მტანჯველი წუთები, საათები, დღეები გავიარეთ, დეტალურად შეუძლებელია და არ ღირს გახსენებად.

ნელ-ნელა უბრუნდება ვატო საწყის მდგომარეობას, მეტყველება და აზროვნება აღდგენილი აქვს, მხოლოდ ცოტათი მოძრაობა-გადაადგილება უჭირს.

ამ გართულების გამო რეკომენდებულია დარჩენილი ქიმიოთერაპიის კურსების შემცირება, რადგან ძალიან დასუსტებულია და პრობლემა ტვინს ეხება.

სამწუხაროდ, ზუტად ამ პერიოდში ვატოს მკურნალი ექიმი გადავიდა სხვა ქალაქში, სხვა კლინიკაში. ბევრი არეული სიტუაციური და ფინანსური პრობლემების გამო გადავწყვიტეთ მკურნალობის თურქეთში გაგრძელება.

კლინიკის და სანდო ექიმის მოძიებაში დაგვეხმარა ვატოს დედის ახლობელი @melani turkmen და მისი ოჯახი  ❤

3 დღეა ვიმყოფებით სტამბულში, კლინიკა Medicana ში. ვატომ დაიწყო ქიმიოთერაპიის კურსი. ძალიან ჭირდება მას თქვენი თანადგომა <3.

იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის, ლოცვის, დადებითი განწყობის და კეთილი სურვილების.

იცოდეთ, რომ უდიდესი ძალა ხართ <3 რო არა ამდენი სიკეთის გაერთიანება ჩვენ ვერ შევძლებდით აქამდე მოსვლას.

გვიყვარხართ!!!! მადლობა შენ ♥♥♥

საქართველოს ბანკის ანგარიში

მიმღები: ნათია ყულოშვილი GE52BG0000000100979687

თი ბი სი ბანკის ანგარიში

მიმღები: ნინო თავბერიძე GE72TB7770245061600009

გერმანულ ბანკში ვატოს ანგარიში:

Iban: DE30280501000092677095

BIC: SLZODE22xxx

Vakhtangi Magradze

Landessparkasse zu Oldenburg

Paypal.me/vatostvis“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები