LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს

98

დღეიდან სამი დღის განმავლობაში მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს – ყურბან-ბაირამს ზეიმობს. დილის ლოცვა ყველა მოქმედ მეჩეთში გამთენიისას დაიწყო.

ყურბან-ბაირამი მარხვის თვის, რამაზანის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება და ბიბლიური აბრაამის (ყურანში იბრაჰიმის) მსხვერპლშეწირვის სიუჟეტს უკავშირდება. ამ დღეს, ალაჰისადმი სიყვარულის გამოხატვის ნიშნად, მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს.

დღესასწაულზე დაკლული ცხოველის ხორცი სამად ნაწილდება და უნაწილდებათ შეჭირვებულებს, მეზობლებს, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, მესამე ნაწილს კი ოჯახში იტოვებენ.

ყურბან-ბაირამის დღეებში მუსლიმები მოინახულებენ ნათესავებს, ეხმარებიან ავადმყოფებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები