საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოსთვის კოვიდ 19 – ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა და ცხოვრების რიტმი სრულიად შეცვალა. პანდემიამ თითქმის ყველა სფეროზე დიდი გავლენა იქონია. ამ მიმართულებით არც კულტურის დარგია გამონაკლისი.

ეპიდემიის პირობებში კულტურის სფერო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. რა პროექტები განხორციელდა კულტურის დარგში 2020 წელს და როგორ შეიძლება ამოქმედდეს ეს სფერო. ამ საკითხებზე, რადიო ”ფორტუნას” ეთერში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა ისუბრა.

2020 წელს, პანდემიის პირობებში კულტურის სფეროში განხორციელებული ძირითადი პროექტები

უპრეცედენტოდ რთული წელი იყო. 6000 – მდე ადამიანი, რომელიც კულტურის საჯარო სექტორში არის დასაქმებული შევინარჩუნეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ გამოგვრჩენია კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ დარგში მოღვაწეობენ. მათთვის სამინისტროს მიერ, 16 სხვადასხვა თემატური კონკურსი მიზნობრივად გამოცხადდა და გამოვლინდა 161 ორგანიზაცია, რომელმაც სამინისტროსგან დაფინანსება მიიღო, სადაც დაახლოებით 4500 ხელოვანი იყო დასაქმებული.

ანსამბლებისთვის, ორკესტრებისთვს და სხვადასხვა კულტურულ მიმართულებაში დასაქმებული ჯგუფებისთვის ყველა ის ფინანსური მხარდაჭერა ვუზრუნველყავით, რომლებიც კომუნალური ხარჯების, საიჯარო და სხვა ხარჯების დაფარვას გულისხმობდა.

პანდემიის მიუხედავად, მოვახერხეთ და სახელფასო რეფორმა დავიწყეთ, რომლებიც პირველ ეტაპზე მუზეუმებსა და თეატრებში დასაქმებულ ადამიანებზე აისახა. მათ შრომის ანაზღაურება 100 ლარით მოემატათ. აღსანიშნავია, რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ უკვე ისეთი მასშტაბური პროექტების დასრულება, როგორიც არის სამხატვრო აკადემია, მუსკომედია და სხვა.

“საქართველო პრაქტიკულად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის მიუხედავად, ორი ახალი მუზეუმის გახსნა მოახერხა. ეს არის ბოლნისისა და ვანის არქეოლოგიური მუზეუმი. ამავე დროს, მცხეთაში მშენებლობა დასრულდა.”-აღანიშნა 2020 წლის შეჯამებისას ხარატიშვილმა.

პრაქტიკულად ყველა ის ფესტივალი და კულტურული ღონიძიება, რომელიც სამინისტროს მხრიდან წლიდან-წლამდე ფინანსდებოდა, ონლაინ თუ ღია სივრცეში შენარჩუნდა. მაგალითად: საახალწლო ღონისძიებები, რომელიც აუცილებლად ჩატარდება, იქნება ძირითადად სატელევიზიო ეთერში. თბილისის მერიასან ერთად ამას ჩვენი სამინისტრო აფინანსებს. კერძოდ, სამი კონცერტი იქნება, საიდანაც ორში ჩვენი სამინისტრო უშუალო მხარდამჭერია. ეს არის შობისა და ძველით ახალი წლის ღონისძიებები, სადაც უამრავი ხელოვანი სხვადასხვა ფორმით არის დატვირტული. ეს მათთვის დამატებითი შემოსავალი და მოტივაციაა.
ასევე, ამ წლის განმავლობაში ფინანსურად დაახლოებიტ 40 – მდე სპექტაკლის მომზადებას დავუჭირეთ მხარი, რომელიც ნაწილობრივ ღია სივრცეში გაიშვა, ნაწილი კი მომავალი წლისთვის მომზადდა.

2021 წლის გეგმები და არსებული პრობლემის მოგვარების გზები

სოციალური დახმარებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იყო დაანონსებული გრძელდება და ეს კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებსაც ეხება.
მომავალი წლისთვის მთელი ბიუჯეტის რეფორმირება ხდება. გადავდივართ ე.წ ”რესტარტის” ეტაპზე, რაც პანდემიისგან გამოწვეული საჭიროებების შევსებას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსგან, კულტურის სამინისტროს გამოყოფა დაანონსდა. ჩვენ პრაქტიკულად ვაორმაგებთ კულტურის ორგანიზაციების ფინანსურ ხელშეწყობას. ვინარჩუნებთ დასაქმებული ადამიანების შრომით ანაზღაურებას. ასევე, ვინარჩუნებთ ყველა იმ ტრადიციულ ღონისძიებას, რომელსაც სახელმწიფო წლიდან-წლამდე ისედაც ხელს უწყობდა.

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები