LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“ – ოზურგეთში ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა

635
ახალშობილიიი

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას“ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გაგრძელდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელი ქალი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გამთენიისას საშვილოსნოდან სისხლდენით შემოიყვანა. ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, – ამბობს ექიმი. მელოგინე ქალბატონი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები