LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მწირი დაფინანსება ძალიან სასარგებლოა, რადგან მცირე ბიუჯეტი ყოველთვის მეტ ფანტაზიას, გამომგონებლობის ნიჭს აღვიძებს” – რობერტ ზემეკისის ცნობილი გამონათქვამები

13575
FORTUNA. GE

აღიარება ამერიკელ რეჟისორს ფანტასტიკური ფილმების სერიამ ,,უკან მომავალში” მოუტანა, თუმცა მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად ,,ფორესტ გამპი” იქცა, რომელიც ამერიკულმა კინოაკადემიამ ,,ოსკარის” 6 პრემიით აღნიშნა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ადამიანი ყოველთვის დამოუკიდებლად აგებს პასუხს საკუთარ თავზე და არ ღირს მთელი ცხოვრება იმის ძებნა, ვინც ამ პასუხისმგებლობას გაინაწილებს.

ყველაფერი, რაც კინოს უკავშირდება გადაღების პროცესის ჩათვლით, ძალიან არაბუნებრივი და ხელოვნურია, თუმცა როცა ეკრანზე უყურებ, ყველაფერი საოცრად ბუნებრივად და რეალურად გეჩვენება.

ბავშვობაში წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ყველა ფილმს თავისი რეჟისორი ჰყავდა, რადგან ვფიქრობდი, რომ კინოს მხოლოდ მსახიობები აკეთებდნენ.

სინამდვილეში მწირი დაფინანსება ძალიან სასარგებლოა, რადგან მცირე ბიუჯეტი ყოველთვის მეტ ფანტაზიას, გამომგონებლობის ნიჭს აღვიძებს.

რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო გაკლდება ახალგაზრდული ქედმაღლობა, რადგან ხვდები, რომ გეგმების უმეტესობა ვერ განახორციელე და ვერასდროს განახორციელებ.

გული მწყდება, რომ ადამიანები სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ ფილმებზე. კინოთეატრიდან გამოსულებს, მხოლოდ ის აღელვებთ, სად ივახშმონ საღამოს.

ამბობენ, თითქოს ძალიან კარგი მიუზიკლის გაკეთება შეიძლება “უკან მომავალში” სერიის ფილმების გაერთიანებით. შეიძლება ასეა, მაგრამ ძალიან არ მინდა ამ დროს მოვესწრო.