LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! – ნახეთ, როდის დაიწყება გათამაშება

342
;ოი

მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია.

ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს და გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებს საჭირო, აუცილებელ ინფორმაციას უზიარებს.

“▪️ რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.

▪️ რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.

▪️ რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

▪️ რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

▪️ თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

▪️ რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

▪️ სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

▪️ აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

▪️ შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

▪️ მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: ” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები