LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მყარად მივხვდი ერთ რამეს: ნებისმიერი ქართული ყაიდის დემოკრატი მონსტრი გახდება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე: ხათუნა ლაგაზიძე

240
ხათუნა-ლაგაზიძის-ანალიტიკური-და-პოლიტიკური-შეფასებები

“მყარად მივხვდი ერთ რამეს: ნებისმიერი ქართული ყაიდის დემოკრატი მონსტრი გახდება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.

ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს და ქვეყნის დემოკრატიის განვითარების სტრატეგიაზე საუბრობს.

“მყარად მივხვდი ერთ რამეს: ნებისმიერი ქართული ყაიდის დემოკრატი მონსტრი გახდება ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, თუ ძალთა ბალანსის ისეთი, კონსტიტუციით გარანტირებული, სისტემა არ შეიქმნა, რომელიც ძალაუფლების უზურპაციას გამორიცხავს. ამიტომ, ვიწყებთ და ვიმარჯვებთ David Kiziria კონსტიტუციური კონვენტი! ამ ხელისუფლების წასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ამიტომ, გთავაზობთ გავუსწროთ დროს და დავიწყოთ იმგვარი მექანიზმის შექმნაზე მუშაობა, რომელიც შემდგომ მოსულებს მონსტრობის ვნებებს დაუცხრობს და დემოკრატიულ რელსებზე შეაყენებს!”,- წერს ხათუნა ლაგაზიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები