LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ გიჟ სანდერსს და მძინარა ბაიდენს დავუპირისპირდე – ტრამპი

103
trump-fail-004

მზად ვარ გიჟ ბერნი სანდერსს და მძინარა ჯო ბაიდენს არჩევნებში დავუპირისპირდე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები – დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის სავარაუდო მეტოქეებს ჯო ბაიდენსა და ბერნი სანდერსს ეხმაურება.

„ვფიქრობ, გიჟი ბერნი სანდერსი და მძინარა ჯო ბაიდენი ის ორი ფინალისტი იქნება, ვინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ალბათ საუკეთესო ეკონომიკას დაუპირისპირდება. მზად ვარ ნებისმიერ მათგანს შევეჯიბრო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, გამოკითხვების თანახმად, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის საუკეთესო შანსები ბერნი სანდერსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აქვთ.