LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზიანი ამინდი და გემრიელი კერძები: 5 იდეა ოქტომბერის არდადეგებისთვის

235
travle-nes-tbls

თუ ზამთრის მოწყენილი სეზონისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებების „მომარაგება“ გსურთ, მაშინ ბოლო შანსი გაქვთ გაემგზავროთ თბილ ქვეყნებში და შეიქმნათ ხალისიანი განწყობა.

fortuna.ge გთავაზობთ 5 საუკეთესო მიმართულებას ოქტომბრის არდადეგებისთვის:

პერუჯა, იტალია – უმბრიის დედაქალაქი ყოველ წელს სიამოვნებით მასპინძლობს ტრადიციული იტალიური ტკბილეულის „ბაჩის“ 10-დღიან ფესტივალს, რომლის ფარგლებში სტუმრებს კონდიტერულ მასტერ-კლასებს და შოკოლადის დესერტის დეგუსტაციას სთავაზობს. მას კი, ვისაც ნაკლებად ხიბლავს გასტრონომიული აღმოჩენები, შუასაუკუნეების არქიტექტურის და არაჩვეულებრივი ხედებით დატკბობას ურჩევს.

თურქული რევიერა – თურქული რივიერაზე, სადაც ნამდვილი ბერძნული ატმოსფეროა შექმნილი, ტურისტული სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ასე რომ, თავისუფლად შეგიძლიათ იქირავოთ ნომერი ბუტიკ-ჰოტელში, რომელიც დაბალი ფასის მიუხედავად, მაინც საკმაოდ ხარისხიან მომსახურეობას შემოგთავაზებთ.

ატლასის მთები, მაროკო – აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთში დასვენება ყველაზე მატად მას მოეწონება, ვინც ქალაქის აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმას არაჩვეულებრივი ხედებით დატკბობა ურჩევნია.

თბილისი, საქართველო – გასტრონომიული არდადეგები საქართველოში ყოველთვის  არაჩვეულებრივი ღვინის დაგემოვნებით იწყება, თბილისის მონახულება კი, განსაკუთრებით სასიამოვნო ოქტომბრის თვეშია, როცა დღისით ქალაქში ხეტიალი, შედარებით გრილი საღამოს გატარება კი, პატარა ოჯახურ რესტორანში შეიძლება.

კოპენჰაგენი, დანია – ოქტომბრის შვებულების საუკეთესო ვარიანტი გრძელი უქმეებია კოპენჰაგენში, სადაც ერთის მხრივ, სკანდინავიურ სტილს გაეცნობით, მეორეს მხრივ კი, საკუთარ თავზე გამოცდით პოპულარულ ჩრდილოევროპულ niksen-ს, რაც უსაქმურობას, არაფრის კეთებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები