LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” 7 წელზე მეტია “ასრულებს” ქართულ ოცნებას, თუმცა ყოველ ჯერზე მარცხდება: გურამ მაჭარაშვილი

88
გურამ მაჭარაშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” 7 წელზე მეტია ამბობს, რომ “ასრულებს” ქართულ ოცნებას, თუმცა ვხედავთ, რომ ისინი ყოველ ჯერზე განიცდიან მარცხს.  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  განაცხადა.

საფრთხეს ჩვენ არ ვხედავთ ოპოზიციაში, საფრთხეებს ვხედავთ კანონის შეუსრულებლობაში, რომელსაც არ დავუშვებთ – განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა  რადიო “ფორტუნას” ეთერში.

„ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ ღარიბაშვილის მოსვლით გუნდის გენერალური ხაზი არ შეიცვლება.

„ღარიბაშვილის მოსვლით  ქვეყნის განვითარება ძველი კურსით გაგრძელდება. ჩვენი მიზანი იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანობა, დემოკრატიული პრინციპებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთგულება. ქვეყანაში კანონის უზენაესობა და  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – ამბობს მაჭარაშვილი. 

 

ძალიან მტკივნეულადაც ნუ აღვიქვამთ ამ ნაბიჯს, გუნდი არ განიცდის კადრების დეფიციტს: გურამ მაჭარაშვილი