LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა” დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს

50
71e58ee5b7949353ce6cd15dd232135e

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქცია პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ დაანონსა.

„ჩვენ 19 ნოემბერს, დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია – მსვლელობას ვაუქმებთ და ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკოლოზ ყიფშიძე: “არ ვიცი, რა მოხდება ერთ საათში, ათ წუთში, გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები