LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს

52
262010284-441363237499001-2706929563183790345-n

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 2 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან, ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, აქცია მშვიდობიანი ხასიათის იქნება და მიზნად, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას ისახავს. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს დაიცვან წესრიგი და არ აჰყვნენ პროვოკაციულ ქმედებებს დემონსტრანტებისა და მედიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ხვალ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართება.

ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ყოფილ პრეზიდენტს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა.

სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად მოვიდნენ შემდეგ სასამართლო პროცესზე და აქცია გამართონ: ნაყოფია

კობა ნაყოფია სააკაშვილზე: დღეს პრაქტიკულად, ადამიანი საპყრობილიდან მართავს ქვეყანას და ქმნის დღის წესრიგს

პოპულალურები