LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს გუშინწინდელი დღეა და იქ უნდა დარჩეს, ”ოცნება“ არის გუშინდელი დღე, ჩვენ უნდა ვიყოთ ხვალინდელი დღე: გახარია

31
GAXARIA-GIORGI2

„ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს გუშინწინდელი დღე და იქ უნდა დარჩეს, „ოცნება“ არის საქართველოს გუშინდელი დღე, ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს ხვალინდელი დღე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე სახელმწიფოებრივი.

„მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ ავხსნა, განსაკუთრებით აქ და დღეს. პრობლემა ის იყო, რომ რაღაც მომენტში, ერთმა, ცალკე აღებულმა პარტიამ ჩათვალა, რომ პარტიული ინტერესები უნდა დაეყენებინა უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს არის მთავარი, რის გამოც მე მომიწია ამ ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები