LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს

158
image-2021-12-25-132814

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მედპუნქტია გახსნილი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგეობს, პარტიის ოფისთან უკვე მეხუთე დღეა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე განმარტავს, რამდენიმე მოშიმშილეს მცირე სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მისივე თქმით, შიმშილის აქციას გუშინ რეგიონიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რამდენიმეს უარი უთხრეს შიმშილობის დაწყებაზე, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობდათ ხელს.

„ყველა ძალიან მხნედ გრძნობს თავს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყოველ დილით გადიან შემოწმებას მედპუნქტში, რომელიც აქ გაიხსნა. პარალელურად, მორიგეობს სასწრაფო დახმარების მანქანა, რომლის პერსონალსაც მინდა მადლობა გადავუხადო, აქ არიან მთელი ღამის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თითოეულ მოშიმშილეს, რომელიც ამ უკიდურესი მძიმე ფორმით გამოხატავს პროტესტს, მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება. თითოეული მათგანის ჯანმრთელობა კონტროლზე გვყავს აყვანილი. შემთხვევა იყო, რომ რამდენიმე ადამიანი უკან გავაბრუნეთ, იქიდან გამომდინარე, რომ არ უწყობდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს იმას, რომ გაეგრძელებინა აღნიშნული პროტესტი“, – აღნიშნავს დოლიძე.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

ფოტო: interpressnews

პოპულალურები